ავაკოვი: ევროპას სირიელი ლტოლვილების შემდეგ, შეიძლება, უკრაინელი ლტოლვილები მიაწყდნენ

უკრაინის შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ დონბასში არსებულმა კონფლიქტმა შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს, ხოლო უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა ევროპაში, შესაძლოა, სირიელ დევნილებზე მეტი იყოს. ამის შესახებ ავაკოვმა გერმანულ გამოცემა “Die Welt”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინამ, შესაძლოა, თავისი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა დაკარგოს“, – განაცხადა ავაკოვმა.
გასული წლის დეკემბერში ავაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ნებისმიერი სახელმწიფოს დაპყრობა შეუძლია, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული წინააღმდეგობა არ იგრძნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები