პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შინაარსს განმარტავს

მთავარი პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის განცხადების შინაარსს კიდევ ერთხელ განმარტავს და აცხადებს, რომ 13 თებერვლის ბრიფინგზე, რომელიც მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გამართა, არსად ნახსენები არ იყო, რომ დეკანოზი პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფას აპირებდა.
როგორც პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი აცხადებს, მთავარმა პროკურორმა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესახებ განმცხადებლის ციტატიდან ამოიკითხა.
„განმცხადებლის წერილი, რომელიც შემოვიდა პროკურატურაში, სადაც ნათქვამია, რომ დეკანოზს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ციტატა მოვიყვანეთ მისი განცხადებიდან, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია, რაც გამოძიებით დადგინდა, რომ იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა. სადაც საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე. პროკურორსაც ჰქონდა ამაზე პასუხი, რომ ეს არ იყო პატრიარქი. იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში ღიად თქვა მთავარმა პროკურორმა, რომ არ არის პატრიარქი და არსად ჩემს გამოსვლაში ეს არ მიხსენებიაო, მაგრამ არ ვიცი ეს რატომ აიტაცეს“, -განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები