სოციოლოგი ქიბერ ხალვაშის ადვოკატის საგანგებო განცხადებას ლოგიკურს უწოდებს

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ლოგიკურს უწოდებს ადვოკატ პაატა სალიას საგანგებო განცხადებას, რომელშიც საუბარი “რუსთავი 2”-ის საქმეზე გამოძიების გაჭიანურებას და სასამართლოზე შესაძლო ზეწოლას ეხება.
ამის შესახებ გორგილაძემ “პირველს” სატელეფონო საუბარში უთხრა.
“ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია საქართველოში ერთ-ერთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატია, მის მიერ გაკეთებული განცხადება მომეჩვენა, რომ არგუმენტირებული და ლოგიკურია. აბსოლუტურად გასაგებია, როდესაც ამბობს, რომ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული სირთულის არარსებობის მიუხედავად, “რუსთავი 2″-ის საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ასევე, ჩემთვის გასაგებია, მოსამართლეების შესაძლო მოსყიდვის ამბავიც. მოკლედ, გასაგებია. ყველაფერი კონკრეტულად არის ნათქვამი სალიას განცხადებაში”, – განაცხადა გორგილაძემ.
16 თებერვალს, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ სამაუწყელო კომპანია “რუსთავი 2″–ის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული სირთულის არარსებობის მიუხედავად, “რუსთავი 2”-ის საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ასევე შეეხო გვარამია-ახვლედიანის მხრიდან მოსამართლეების შესაძლო მოსყიდვის თემას.
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში 2005 წლის დეკემბრამდე, “რუსთავი 2”-ის წილის 90%–ის მფლობელი იყო. ხალვაში ჩამორთმეული ქონების დასაბრუნებლად სასამართლო დავას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები