გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე: „ვფიქრობთ, რომ სპეკულაციათა უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა“

„ვფიქრობთ, რომ ამ თემას სპეკულაციათა უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გერმანიაში, ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განმარტა.
გერმანიაში გიორგი კვირიკაშვილმა კლინიკაში საქართველოს პატრიარქი მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეს ” სპეკულაციათა უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა.”
“მინდა პატრიარქს ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის არის ეკლესიის ერთიანობა უმნიშვნელოვანესი, ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციის, ერთიანობა. ამიტომ ჩვენ რაც მოხდა, იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებთ, ვფიქრობთ, რომ უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა, ვფიქრობ, რომ ეს არის უადგილო. ჩვენ გვინდა, ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ, გამოძიებას მივცეთ საშუალება, რომ ყველაფერი დაადგინოს.
მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები