ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი : გამოძიება მიმდინარეობს ობიექტურად

“გამოძიება მიმდინარეობს ობიექტურად და ყოველმხრივ, მათ შორის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებითაც და ეს საქმესთან კავშირშია”, – ამის შესახებ პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერის საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით,”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვისას, შეკითხვები შეეხებოდა როგორც შინაარსობრივ, ასევე, უშუალოდ კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის და კერძო საუბრის უკანონოდ მოპოვების გავრცელებას.
დღეს, საქალაქო სასამართლოში ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. გვარამია ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე აძლევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები