მამუკა ახვლედიანი კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. ახვლედიანმა გამოძიების კითხვებს მოწმის სახით ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე უნდა უპასუხოს. იგი დაკითხვაზე ხვალ, 18:00 საათისთვისაა დაბარებული.
მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს წესით დაკითხვა მოითხოვოს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, თუ რა ხდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
„არ გამოვრიცხავ, რომ მეც სასამართლო წესით დაკითხვა მოვითხოვო. ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ განხილვა იყოს საჯარო და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რა ხდება ამ საქმეებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ახვლედიანმა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კრიმინალურმა პოლიციამ მოწმის სახით გამოკითვაზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაიბარა, თუმცა იგი საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდა და სასამართლო წესით დაკითხვა მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის მოთხოვნით გუშინვე მიმართა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიკითხება სასამართლოს წესით ნიკა გვარამია .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები