გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში კიდევ ერთი მოწმე – ირმა ჭკადუა გამოჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის საქმეში ირაკლი მამალაძის გარდა, კიდევ ერთი ახალი მოწმე არსებობს. იგი ადვოკატი ირმა ჭკადუაა, რომელსაც სახელმწიფო დაცვა არ ჰყავს. თავად ჭკადუა აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც ტელეკომპანია „იბერიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჭკადუა აცხადებს, არის რაღაც დეტალები, რაზეც ვერ საუბრობს.
„ვინ რას ლაპარაკობს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თქმის საფუძველიც ხომ უნდა არსებობდეს?! არის რაღაც დეტალები, რაზეც ვერ ვლაპარაკობთ. ამ ეტაპზე, არ ვთვლი საჭიროდ, რომ გიპასუხოთ ან არ გიპასუხოთ. თუ გაქვთ ეს ინფორმაცია, მაშინ იმას ჰკითხეთ, ვინც მოგცათ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები