გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში გამოცხადდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში მივიდა, რათა იმ დარჩენილ მასალებს გაეცნოს, რომელიც მისი მანქანის აფეთქების საქმეს ეხება.
როგორც თარგამაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ მისი მანქანის აფეთქება შეკვეთილი იყო.
„პიროვნულად არ მერჩოდნენ, არჩევნებამდე ხალხს ანახეს, ვითარება საშიშიაო“, – განაცხადა თარგამაძემ.
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებული ბორის ჩაგუნავა პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, რასაც თარგამაძე არ ეთანხმება.
78978789

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები