ბათუმის აეროპორტში ინტერპოლით ძებნილი ტერორიზმში ბრალდებული აშშ-ს მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტის, „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ტაშკენტის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ლ.კ. ბათუმის აეროპორტში დააკავეს.
ლ.კ. დამნაშავედ არის ცნობილი უზბეკეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 97-2, 155-3 159-3, 242-2 244 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის, რაც ტერორიზმს, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას, დივერსიული თავდასხმების განხორციელებას და საბრძოლო მასალის უკანონო ჩამორთმევას გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები