მერიასთან დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

თბილისის მერიასთან დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 13 დაკავებულიდან ერთს წაყენებული ბრალი საერთოდ მოეხსნა.
სასამართლო პროცესი 1 მარტს გაგრძელდება, სადაც სასამართლოს დავალებით. პოლიციის თანამშრომლები სამკერდე ვიდეოჩანაწერს წარადგენენ. დაკავებულთაგან არც ერთი წარდგენილ ბრალეულობას არ აღიარებს, ისინი თავს უდანაშაულოდ თვლიან.
დაკავებულებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც, მათი თქმით, არანაირ დაპირისპირებასა თუ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღიათ.
თბილისის მერიასთან “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე საპატრულო პოლიციამ აქციის 13 მონაწილე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები