შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 824 ფაქტი გამოავლინა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 824 ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 8 403 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც, რამდენიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
კერძოდ, გამოვლენილია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 82 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 125 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 617 ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები