ნაძალადევში 16 წლის მოზარდი მოკლეს

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 16 წლის მოზარდი მოკლეს. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რამდენიმე ჭრილობა მას, სავარაუდოდ, ე.წ. სპიცით მიაყენეს. მათივე თქმით, კამათში ორი პირი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ორი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები