შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე 13 პირი დააკავეს
თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე 13 პირია დაკავებული. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166 -ე მუხლებით მიმდინარეობს.
თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის რამდენიმე მილიონი ლარის ქონების გადაცემა გააპროტესტეს. მათ თბილისის მერთან შეხვედრის მოთხოვნით, მერიაში შეჭრა სცადეს, რის უფლებაც მათ მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა.