კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გელა ქარდავა დააკავეს (ვიდეო)

უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველი „კანონიერი ქურდი“, 42 წლის გელა ქარდავა დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტრო იუწყება.
ქარდავა კიევის ერთ-ერთ რესტორანთან დააკავეს. მას ყალბი საბუთები აღმოაჩნდა.
ქარდავა „კანონიერ ქურდად“ 1996 წელს მოსკოვში „აკურთხეს“. უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები