ოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 40 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული ოზურგეთის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობის გულისხმობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები