გურიაში ყაჩაღობა მოხდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ყაჩაღობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ოჯახიდან წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.
ოჯახის წევრ მამაკაცს მძარცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.