11 თებერვალს “112”-ის დღე აღინიშნება

11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 81 ქვეყანა “112”-ის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნის მიზანი გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა, სპეციალურად ამ დღისთვის, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის კვირეული გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა.
“მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს – „112“ მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, იღებს შეტყობინებებს გადაუდებელ შემთხვევებთან დაკავშირებით. „112“-ის დაარსებიდან დღემდე, არამიზნობრივი ზარები 1 351 087-ით შემცირდა, რისთვისაც „112“-მა მოქალაქეებს, გააზრებული ქმედებისთვის, მადლობა გადაუხადა”, – აღნიშნავენ “112”-ის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები