ვარკეთილში მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვარკეთილში მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, აღნიშნულს შსს-ში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. როგორც შსს-ში განაცხადეს, ამოღებულია მაღაზიიდან წაღებული თანხა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები