თბილისში ხანძარმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

თბილისში, კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის N127-ში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 150 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 70 წლამდე მამაკაცი. დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ადგილზე 6 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები