გოგა ხაინდრავა: თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადახალისდება, იგი საზოგადოების ინტერესის მატარებელი გახდება

თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადახალისდება, ახალი სახითა და ფილოსოფიით წარსდგება მაყურებლის წინაშე, იგი საზოგადოების ინტერესის მატარებელი გახდება“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
როგორც ხაინდარავამ აღნიშნა, იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის სტრატეგიასა და გეგმებს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ რასაც ელოდა ის მოხდა. ამასთან, ხაინდარავა ამბობს, რომ ტელეკომპანიის შენობაში მუშაობა სახიფათოა. „რასაც ველოდი ის მოხდა. ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პრაქტიკულად აღარ არსებობს ეს ჩემთვის ძალიან დიდი ხანია ცნობილია. ჩემთვის უბრალოდ აბსოლუტურად გაუგებარია იმ ადამიანების აქტიურობა, ვინც კაცმა არ იცის რითი იყო დაკავებული ამდენი ხნის განმავლობაში. იმ ავარიულ და აბსოლუტურ სამარცხვინო შენობაში და სამარცხვინო დაწესებულებაში.
რაში იღებდნენ ხელფასს. მაინცდამაინც ვასილ მაღლაფერიძე უნდა მისულიყო იქ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო შენობის მდგომარეობა?! სწორი თქვა ვასიკომ, ერთადერთი რაც გააკეთა, საზოგადოებას გააცნო რეალური მდგომარეობა. სურათი ნათელია, იმ შენობაში ყოფნა არის სახიფათო. ეს მე ვიცოდი 10 წლის წინაც“, – აღნიშნა კინორეჟისორმა.
ხაინდრავას მტკიცებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი 60 წლის მანძილზე საზოგადოებას არასოდეს ემსახურებოდა და იგი ყოველთვის იდეოლოგიის მატარებელი იყო. „ეს არხი 60 წელიწადია არსებობს და საზოგადოებას არასოდეს არ ემსახურებოდა. მაგისთვის არ იყო ის შექმნილი. ის იდეოლოგიის მატარებელი იყო ყოველთვის. თუ გადახალისდება, ახალი სახითა და ფილოსოფიით წარსდგება საზოგადოების წინაშე, აუცილებლად გახდება საზოგადოების ინტერესის მატარებელი“,-აღნიშნა ხაინდრავამ.
ამასთან, ხაინდარავა ფიქრობს, რომ 410 მილიონი ლარის გაფლანგვასთან დაკავშირებით, რომელზეც გუშინდელ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანიის გენერალუირმა დირექტორმა ისაუბრა, გამოძიება უნდა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები