თელავიდან დაკარგული 57 წლის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

თელავიდან დაკარგული 57 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დავით ხოკერაშვილის ცხედარი თელავიდან რამდენიმე კილომეტრში, ტურბაზის ტყეში ცოტა ხნის წინ ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.
ხოკერაშვილს პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. ის სახლიდან დაკარგული პირუტყვის მოსაძებნად წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები