ვასილ მაღლაფერიძე: “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” არცერთი გადაცემის დახურვა არ იგეგმება
“საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გუნდის წევრები – ელენე მიხაილოვა, გიორგი გვიმრაძე, ია ანთაძე, თინათინ ბერძენიშვილი და ნოდარ ჭიჭინაძე წარადგინა. როგორც ვასილ მაღლაფერიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა არხის სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს პაატა ქურდაძე დაიკავებს.
მაღლაფერიძემ მაუწყებლის განვითარების სამწლიანი გეგმაც წარადგინა. ამასთანავე, არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტელეკომპანია არცერთი გადაცემის დახურვას არ გეგმავს. მაღლაფერიძის თქმით, იმაზე საუბარიც , რომ შესაძლოა, ტელეკომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
“მინდა დასაწყისშივე მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ, ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი და რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამის უფლებამოსილება არა გვაქვს. ყველას ვთხოვ, ამ წუთიდან ამ თემაზე სპეკულაციას თავი დავანებოთ”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.