არჩილ თალაკვაძე უვიზო მიმოსვლის მიღებას სწორად გატარებულ რეფორმებს უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღწევას ხელისუფლების მხრიდან სწორი კუთხით გატარებულ რეფორმებს უკავშირებს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია”იმედი”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ჩვენი ხელისუფლების მმართველობის დროს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღო, რაც ვფიქრობ, ჩვენი სწორი ხედვის დამსახურებაა”, – განაცხადა თალაკვაძემ.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან.
საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები