ტერაქტი პარიზის ცენტრში – დაჭრილია ტერორისტი და ორი სამხედრო მოსამსახურე (ფოტოკოლაჟი)

პარიზის ცენტრში, ლუვრის მუზეუმის სიახლოვეს დღეს დანით შეიარაღებული მამაკაცი სამხედრო პატრულს თავს დაესხა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის „ალაჰ აკბარს!“ ყვიროდა.
თავდამსხმელმა ორი სამხედრო დანით დაჭრა, თუმცა ერთ-ერთმა ცეცხლი გახსნა და ტერორისტი მუცელში დაჭრა.
თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად მისი ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბერნარ კაზნევმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი გარდა კიდევ ერთი პირია დაკავებული, რომელიც ამ თავდასხმასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
თავდასხმის შემდეგ ლუვრიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა თავისი მისია პირნათლად შეასრულეს. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი ლუვრში შესვლას ცდილობდა და მას ორი ჩანთა ეჭირა.
თავის მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ სამხედროებმა, რომელიც ტერორისტი გააუვნებელყვეს, სიმამაცე და გმირობა გამოიჩინეს“.
16468810_10207891212389828_1270863028_n
16469030_10207891212309826_795306210_n

16507140_10207891212429829_1285752408_n
16507522_10207891212349827_354103938_n
16507280_10207891212269825_2023081338_n
16467025_10207891211349802_1871372403_n
16469053_10207891211389803_298117240_n
16469022_10207891211309801_1822185474_n
16466884_10207891211429804_105079196_n
16467247_10207891211269800_1408416921_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები