ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში სატვირთო ავტომობილი დაიწვა

აჭარაში, ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია, თუმცა სატვირთო ავტომობილი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
ამ დროისათვის, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები