პოლიციამ გზის გადაკეტვისთვის ”ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეები დააკავა
პოლიციამ ”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებული მოვაჭრეები დააკავა, – რომლებმაც აღმაშენებლის გამზირზე აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია 2 პირი, ადმინისტრაციული კოდექსის 173 -ე მუხლით. შეგახსენებთ, რომ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულმა მოვაჭრეებმა აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს, რის გამოც, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებსა და მოვაჭრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიციამ ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და ცოცხალი ჯაჭვის საშუალებით, გზის ხელახლა გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ. ამჟამად, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.