სასამართლო რეფორმის საკითხზე პრეზიდენტთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან

”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
შეხვედრაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მიიღებენ.
პრეზიდენტი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან, ვიცე-სპიკერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები