ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
თურმანიძეების საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 187- ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები