ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩარნეცკი აცხადებს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია დაიმსახურა და ის უნდა მომავალში ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.

“ეს არ არის მარტო კეთილი სურვილი ევროკავშირის მხრიდან. მე ვთვლი, რომ ეს არის საკმაოდ კარგი და ნათელი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქართველი მეგობრებისა და ჩვენ გვჭირდება თავისუფალი მოძრაობა. საქართველომ ხელი მოაწერა სოციალურ ხელშეკრულებას ევროკავშირთან და მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ვინაიდან საქართველო არის განუყოფელი ნაწილი ევროპის კულტურის, ევროპის ისტორიის და საქართველო არის ნაწილი ყველა იმ ქრისტიანული სახელმწიფოებისა მთელს მსოფლიოში და საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროპის ცივილიზაციის შემადგენელი ელემენტი. დღევანდელი დღე არის ისტორიული დღე და საქართველო არის ევროპის ნაწილი. საკმაოდ დიდი გამარჯვების დღეა საქართველოსთვის. ჩვენ გავაკეთეთ საინტერესო არჩევანი და ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საბოლოოდ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ისევე როგორც უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ ვთვლით და მიგვაჩნია, რომ საქართველოს უნდა გაეღოს ნატო-ს კარები”,- განაცხადა ჩარნეცკიმ.

ევროპარლამენტარებმა დღეს გამართულ სესიაზე 553-66 ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები