“ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს”

ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას! ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს.
განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც თავისი წვლილი შეიტანეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საქმეში. ამ გამარჯვების უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა და საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმი. ეს იყო მეტად შრომატევადი სამუშაო, რაც წარმატებით დასრულდა და ჩვენი ქვეყანა გაძლიერდა.
დიდი მადლობა ყველას!“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები