ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთანავე პრემიერი ახალგაზრდებთან ერთად ევროპაში გამგზავრებას გეგმავს

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებთან ერთად ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში გამგზავრებას გეგმავს, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების პირობებში ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ევროპის კარი გახსნილი მომავალი თაობებისთვის. „ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ფართოდ იქნება ევროპის კარი გახსნილი უკვე მომავალი თაობებისთვის. სწორედ, ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას. ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება. მჯერა, მალე ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში და ჩვენს წვლილს შევიტანთ მის მრავალფეროვან კულტურაში. მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები