მიხეილ სააკაშვილი: მჯერა, საქართველო გამოიყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის გაძლიერებისთვის

“მჯერა, საქართველო გამოიყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის გაძლიერებისთვის”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მხარდაჭერასთან დაკავშირებით გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილება თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა უპირველესად, ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისათვის და განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და თავისუფლად იმოგზაურონ ევროპულ სახელმწიფოებში.
ეს არის თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი და ევროპულ ოჯახში დაბრუნებით ასრულდა ქართველი ხალხის მრავალი თაობის ურყევი ნება.
მჯერა, საქართველო გამოიყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის გაძლიერებისთვის, დემოკრატიული განვითარებისათვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები