საქართველოს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ეწვევა

2-3 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი – სებასტიან კურცი ეწვევა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, ბატონი კურცი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველო- ეუთოს თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლს და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს. საუბარი ასევე შეეხება ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი კურცი დაესწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში და შავშვებში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევა.
კურცის ვიზიტი ეუთო-ს თავმჯდომარეობის დასაწყისში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ავსტრიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები