კახა კალაძე და ალექსანდრე ჯეჯელავა ევროპარლამენტის მხარდაჭერას ეხმაურებიან: მიზანი მიღწეულია! ოცნება ასრულდა!

„საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!” -ამის შესახებ სოციალურ ქსელში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წერს და ევროკავშირის დროშით ხელში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა! გილოცავთ პედაგოგებს, პროფესორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს ერთიანი ევროპის მიერ საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დამტკიცებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად იმოგზაუროთ ევროპაში! მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!“, -წერს ჯეჯელავა.
საქართველოსა და ევროკავშირის ფოტოების ფონზე გადაღებული ფოტო განათავსა სოციალურ ქსელში ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემაც, შემდეგი ტექსტით: “მიზანი მიღწეულია! ოცნება ასრულდა! გილოცავთ და დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში თავისი წვლილი შეიტანა“.
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა. საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ ევროპარლამენტარებს შორის დებატები უძღოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები