დაძაბულობა „რუსთავის აზოტის“ შენობასთან – გათავისუფლებულები სამსახურში აღდგენას ითხოვენ

„რუსთავის აზოტის“ ქარხნის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლები სამუშაოზე აღდგენას ითხოვენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქარხნიდან გათავისუფლებულები პოლიციას არ დაემორჩილნენ და შენობაში შეიჭრნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ქარხნის გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას სტუდენტური და არასამთავრობო ორგანიზაციები უცხადებენ, თუმცა, პოლიციამ მათი შენობა დაატოვებინა.
„მოვედით, რომ გავაპროტესტოთ ეს უსამართლობა და ჩვენ სხვა თანამშრომლებიც გვიერთდებიან“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
„აზოტის ქარხანაში ეს უკანონობა ძალიან დიდი ხანია დაკანონებულია. სინამდვილეში, აქ არაფერი შეცვლილა მენეჯმენტის კუთხით. ადრინდელ კომპანიას ერქვა შპს „რუსთავის აზოტი“ ახლა გახდა სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“. მინდა ვუთხრა ამ ხალხს, რომ ამით არაფერი იცვლება, მენეჯმენტში იგივე ხალხი დარჩა და არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ათამაშებენ და ამპამპულავებენ ადამიანებს. ადამიანებს წინასწარ არაფერს ეუბნებიან, არ აფრთხილებენ, გეგმებს არ უმხელენ, მერე უკვირთ, ხალხი რატომ არის დაძაბული“, – აცხადებს ქარხნის გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის მოადგილე გოჩა ალექსანდრია.
შეგახსენებთ, რომ სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელმა პირებმა ქარხნიდან 350-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები