ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას უცხოური მედია ეხმაურება

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ უცხოური მედია ეხმაურება. კერძოდ, ამაზე „ბი ბისი“, რადიო „თავისუფლება“, ასევე, უკრაინული სააგენტოები წერენ.
კერძოდ, როგორც “რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წერს, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მარტიდან ან აპრილიდან უვიზოდ ჩასვლის საშუალება ექნებათ. ესენია ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიხტეინშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი.
უცხოური მედია ასევე წერს, რომ საქართველო, პროდასავლური ორიენტაციის გამო, ბოლო წლებში რუსეთის მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები