საპარტნიორო ფონდმა ბუდაპეშტში Hotel Investment Conference CEE&Caucasus-ი მიიღო მონაწილეობა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, უნგრეთში ფონდის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დასრულდა.
ფონდის დელეგაციამ ბუდაპეშტში დაგეგმილ Hotel Investment Conference CEE&Caucasus-ი მიიღო მონაწილეობა. HOTCO-ს ფარგლებში კონფერენცია სასტუმროების ინდუსტრიას მიეძღვნა და საკონსულტაციო კომპანია Horwarth HTL -ის ორგანიზატორობით ბუდაპეშტში პირველად გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი სასტუმროს ოპერატორი კომპანიები, როგორიცაა: ჰილტონი, მერიოტი, აკორი, ჰაიატი, და სხვ. კონფერენციას ესწრებოდნენ ბუტიკ სასტუმროებისა და სხვა ქსელური სასტუმროების წარმომადგენლები. ასევე, ინვესტორები, რომლებიც სასტუმროების ინდუსტრიაში კაპიტალდაბანდებით არიან დაიტერესებულნი. კონფერენცია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში უძრავი ქონების განვითარებას და ინვესტირებას მიეძღვნა.
საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა უცხოელ ინვესტორებს საქართველოს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ფონდის მიერ ამ სექტორში უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთეს პრეზენტაცია. კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და ამ სფეროს განვითრების სამომავლო პერსპექტივები.
კონფერენციაზე საუბარი შეეხო რეგიონებში სასტუმროების განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის წყალტუბოს როგორც ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინება/განვითარებას და რაჭის ტურისტული ზონის განვითარების შესაძლებლობებს.
ქართულმა დელეგაციამ კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა იმ დეველოპერი და ინვესტორი კომპანიების პირველ პირებთან, რომლებიც უძრავი ქონების სექტორში მოღვაწეობენ. შეხვედრა შედგა სამშენებლო კომპანია „კეშთან“. უნგრული კომპანია საქართველოს ბაზრით დაინტერესდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები