“გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებთან სრულ შესაბამისობაშია”

“თავისუფლების დაცვის ცენტრის” გამგეობის წევრის, დარიანა სკანაძისთვის გაუგებარია თუ რატომ ითხოვენ გარკვეული ძალები „გაზპრომთან“დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას.
როგორც სკანაძე აცხადებს, “გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებთან სრულ შესაბამისობაშია.
„ გაუგებარია, დესტრუქციული ძალები რატომ ითხოვენ ხელშეკრულების გასაჯაროებას.
“გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებთან. 2012 წლის შემდეგ დაიწყო რუსეთთან დაბალანსებული და პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რომელიც სრულიად გამართლებულია, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, თუმცა რუსეთი მაინც რჩება ოკუპანტად.  ზემოთ ხსენებული ხელშეკრულება საქართველოსთვის არსებითად არ ცვლის მდგომარეობას, საქართველო კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს და ის კვლავ რჩება “გაზპრომისთვის” მნიშვნელოვან პარტნიორად.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ასევე მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ არ მომხდარიყო მეზობელ სომხეთთან ურთიერთობების გაფუჭება, ამ ხელშეკრულებამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში სტაბილურობას ხელი შეუწყო. ამ თემით გარკვეული პოლიტიკური ძალები ქულების დაწერას ცდილობენ სათავისოდ, ის ძალები, რომლებიც სრულიად გაკოტრებულები არიან პოლიტიკურად, მათმა ქმედებებმა საქართველო მიიყვანა იმ მდომარეობამდე, რომლისგანაც ქვეყნის გამოყვანას ცდილობს დღევანდელი მმართველი გუნდი.
ასევე, გაუგებარია დესტრუქციული ძალები რატომ ითხოვენ ხელშეკრულების გასაჯაროებას, რადგან როგორც განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული, მსგავსი ხელშეკრულებები არ არის საჯარო. ხელისუფლებამ საკმარისი განმარტებები გააკეთა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და პროცესი თითქმის ღია გახადა და მაქსიმალურად მოახდინა საზოგადოების ინფორმირება“, – აცხადებს დარიანა სკანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები