პრეზიდენტი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ!

“მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ! გილოცავთ!” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს. პრეზიდენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროპარლამენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ! გილოცავთ!“, – წერს პრეზიდენტი ფეისბუქის გვერდზე და იქვე შესაბამის ფოტოს აქვეყნებს. ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

16469125_576711209201733_1444094584_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები