თამარ ჩუგოშვილი: ეს ნიშნავს ძალიან დიდ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან და იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს

“ეს ნიშნავს ძალიან დიდ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან და იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც გადაადგილების, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტა არის დარჩენილი იქამდე, რომ ქართველებმა შეძლონ უვიზოდ გადაადგილება ევროპის ქვეყნებში. ასევე, არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც გადაადგილების, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან ეს ნიშნავს ძალიან დიდ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელი წარმატება მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი 553 ხმით 66 -ის წინააღმდეგ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები