თამარ ჩუგოშვილი : ვიზალიბერალიზაცია მთლიანად 2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგია

“ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის დასაწყისში გადაეცა და ამ კონკრეტული გეგმის შესრულება ნამდვილად 2012 წლის ცვლილებების შემდგომ მოხდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
”ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც მანამდე განხორციელდა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის მნიშვნელოვანი იყო – ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერაზე გადაწყვეტილების მიღება ორივე ხელისუფლების დამსახურებაა. რეფორმებმა, რომელიც 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ გაფორმდა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას შეუწყო ხელი, თუმცა რაც შეეხება ვიზების ლიბერალიზაციას, ის მთლიანად 2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის შემდგომ ეტაპს, ჩუგოშვილის განცხადებით, წევრობის საკითხის განხილვა ხანგრძლივი პერსპექტივაა და ბევრად მეტ დროს წაიღებს. მისი თქმით, ამ დროისთვის მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით მოცემული შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები