საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება გაითვალისწინა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 დეკემბერს გაგზავნილი წინადადებები და არასრულწლოვნების სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ერთი შემთხვევა 15 წლის გოგონას მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს და მის ადრეულ ქორწინებას უკავშირდება, მეორე სავარაუდო ტრეფიკინგის შემთხვევას, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა გოგონა არასრულწლოვანი ასაკიდან ცხოვრობდა არა ბიოლოგიურად ნათესავ ოჯახში, სადაც მას უწევდა საოჯახო საქმიანობის შესრულება, ამასთან, სავარაუდოდ იყო სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ დროულ რეაგირებას, რაც ერთი მხრივ, აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირებაა, ხოლო მეორე მხრივ, მსგავსი დანაშაულების პრევენციას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები