ანა გომეში: იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალიან მალე ამოქმედდება

“იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალიან მალე ამოქმედდება“,-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გომეშის თქმით, საქართველომ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა ყველა კრიტერიუმი დაეკმაყოფილებინა.
„ვიზალიბერალიზაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის მისასალმებელი და სასურველი, რადგან წლების განმავლობაში, საქართველომ ძალისხმევა არ დაიშურა და მნიშვნელოვანი ზომები მიიღო, რათა დაეკმაყოფილებინა ყველა ის კრიტერიუმი, რაც არის დადგენილი ევროკავშირის მიერ, რათა მომხდარიყო კონსოლიდირება დემოკრატიის და ასევე, ჩვენ ვხედავთ იმ სულისკვეთებას, რომელიც გააჩნია საქართველოს მოქალაქეებს.
იმედი გვაქვს რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალიან მალე ამოქმედდება.
ჩვენ ვხედავთ ბიზნესპარტნიორობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თქვენ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევთ დემოკრატიისა და ავტონომიის კუთხით. მე ამ პროცესებს გულთბილად მივესალმები“,-განაცხადა ანა გომეშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები