არჩილ თალაკვაძე: თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რა რეპუტაცია ექნება საქართველოს მომავალში

“თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რა რეპუტაცია ექნება საქართველოს მომავალში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა ევროპაში.
”მე ველოდები, რომ ევროპარლამენტარები ერთსულოვან და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ და შემდეგ უკვე უმოკლეს დროში, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ წასვლას. ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, თითოეული მოქალაქე, რომელიც იმოგზაურებს ევროპაში, ხდება საქართველოს წარმომადგენელი და ელჩი და სწორედ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რა რეპუტაცია და ადგილი ექნება საქართველოს მომავალში ევროკავშირის სივრცეში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შენგენის ქვეყნებში მარტიდან შეძლებენ წასვლას.
”ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველომ მიიღო ჩვენი ხელისუფლების პირობებში და წარმატებით განახორციელა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საზოგადოების მხარდაჭერით. მადლობა ყველა მოკავშირეს, ყველა უცხოელ მეგობარს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც თავდაუზოგავად იმუშავეს ამ შედეგებისთვის”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები