მარია გაბრიელი: ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას დემოკრატიული მიდგომებისთვის

ევროკავშირი ყოველთვის იდგა იმ პოზიციაზე, რომ ყველა კრიტერიუმის შესრულების შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარია გაბრიელიმ საქართველოს მთავრობას დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის მადლობაც გადაუხადა.
მარია გაბრიელის განცხადებით, უვიზო რეჟიმის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისათვის.
გაბრიელმა კოლეგებს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის პროცესი მხარდაჭერის შემთხვევაში ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებულ რეგულაციებთან ერთად.
“ეს პროცესი ჩვენთვის არ გახლავთ ადვილი თუმცა საქართველოს და ევროკავშირის მოქალაქეები ისწრაფიან იმისთვის, რომ ამოქმედდეს უვიზო რეჟიმი სწორედ ამიტომ ევროკავშირის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს საკანონმდებლო ცვლილების შესახებ და ეს რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებულ რეგულაციასთან ერთად და ამის შემდეგ რაც იქნება ჩატარებული მოლაპარაკებები.ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს ქმედებებში და მხოლოდ ერთ საკითხს ვაქცევთ ყურადღებას. თუკი დაკმაყოფილებული იქნება ეს მოთხოვნები. მაშინ ვიზალიბერალიზაციის მიღწევაც შესაძლებელია.ჩვენი მთავარი მიზანია რომ სწრაფი შედეგები დაფიქსირდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოში და ამას შეჩერების მექანიზმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და უვიზო რეჟიმი იქნება საბოლოო ძალისხმევის შედეგი.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას დემოკრატიული მიდგომებისთვის. საქართველო აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს იმ რომლებიც გახლდათ აუცილებელი,“-განაცხადა მარია გაბრიელიმ
ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები