დიდთოვლობის გამო დაზარალებულ ნაზიბროლა ოთხოზორიას აბაშის გამგეობა დაეხმარება

დიდთოვლობის გამო, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკაოვოში მცხოვრები ნაზიბროლა ოთხოზორიას საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
ოჯახს აბაშის გამგეობა დაეხმარება. არსებულ ვითარებას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი პირადად გაეცნო. მასთან ერთად, შემთხვევის ადგილზე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ.
„ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, ჩვენ ქალბატონ ნაზიბროლას სამშენებლო მასალებით დავეხმარებით, რათა მას ჰქონდეს თბილი და უსაფრთხო სახლი. თოვლის საფარი დიდი არ ყოფილი, თუმცა როგორც გვითხრეს, სახლი ავარიული იყო და სიმძიმეს ვერ გაუძლო“, – განაცხადა აბაშის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები