დავით თევზაძე: ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მეზობელ სახელმწიფოში რეფერენდუმისთვის მზადება

კონსტიტუცია ჩასასწორებელი კი არაა, თავიდან არის დასაწერი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ განაცხადა. თევზაძე თვლის, რომ დღემდე არსებული კონსტიტუცია ძირეულ შეცვლას საჭიროებს, იგი აქცენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებს და თვლის, რომ კონსტიტუციაში აღნიშნულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩანაწერი უნდა გაჩნდეს. „მთავარი ის კი არააა კონკრეტულ პუნქტში რა ჩაიწერება, არამედ ის, რომ შეთანხმდნენ საკითხებზე უმრავლესობა, უმცირესობა და საზოგადოება. ჩვენ ძალიან მალე შეიძლება დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღმოჩნდეს სხვა სახელმწიფოს საკონსტიტუციო სივრცეში, ამიტომ უნდა გავაკეთოთ კონსტიტუციაში ჩანაწერი ამ მიმართულებითაც, რაც ხელს შეუშლიდა იმ პროცესის ლეგიტიმაციას, რაც ჩვენთვის საფრთხეა, ლაპარაკი მაქვს შიდა ქართლის ტერიტორიაზე . იქ მიმდინარეობს რეფერენდუმისთვის მზადება, რაც ორი ოსეთის გაერთიანებას გულისხმობს, ამიტომ აუცილებლად უნდა გაჩნდეს ჩანაწერი კონსტიტუციაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები