დავით თევზაძე: როდესაც პროცესი არ არის ნათელი, ნებისმიერი ადამიანის პრეტენზია სამართლიანია

„ადამიანმა, რომელმაც შეიარაღებულ ძალებს მისცა ცხოვრების წლების უმეტესობა, ყოველთვის ექნება განცდა უსამართლობის, როდესაც სამსახურიდან უშვებენ“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ განაცხადა.
დავით თევზაძეს მიაჩნია, რომ პროცესები, კადრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უფრო მკაფიო უნდა გახდეს. „როდესაც პროცესი არ არის ნათელი, ნებისმიერი ადამიანის პრეტენზია სამართლიანია. თავდაცვის სამინისტროში სასურველია, თეთრი წიგნის მსგავსი დოკუმენტი გამოიცეს, სადაც ყველაფერი მეტნაკლებად დასაშვები იქნებოდა“, – განაცხადა დავით თევზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები