არჩილ თალაკვაძე ლიტვის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.
არჩილ თალაკვაძემ დიპლომატს ლიტვის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიედრიუს პუოჯუნასმა ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ „განხორციელებული რეფორმების გათვალისწინებით, საქართველო ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად იმსახურებს”.
უმრავლესობის ლიდერმა და ლიტვის ელჩმა სამომავლო გეგმები განიხილეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები