„კვირას“ პრესკლუბში მოვაჭრეებსა და “ბავშვთა სამყაროს“ ხელმძღვანელობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

„კვირას“ პრესკლუბში მოვაჭრეებსა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხელმძღვანელობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“ყოფილიყავი შენი წინამორბედის მსგავსი ხელმძღვანელი და ეს ამბავი არ მოხდებოდა“, – ამ სიტყვებით პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართული პრესკონფერენციის დროს, სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” ხელმძღვანელს, გიორგი მაჭავარიანს მიმართეს.
სიტყვიერ დაპირისპირებაში სხვა მოვაჭრეებიც ჩაერთნენ და ჩხუბის ინიციატორს პროვოკატორი უწოდეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, პირი, რომელმაც მაჭავარიანს მიმართა, სავაჭრო ცენტრის ყოფილი დირექტორის ახლობელია.
“ეს ქალი არანაირი აქციონერი არ არის, ჩვეულებრივი პროვოკატორია, დღეს დაწყებული კამათის მიზეზიც სწორედ პროვოკაცია იყო. დააცადონ ხალხს, დაანგრიონ და ააშენონ ახალი, რომ ჩავდგეთ ჩვეულ რეჟიმში“, -აცხადებდნენ „კვირას“ პრესკლუბში შეკრებილი მოვაჭრეები.
16441638_1433443886679592_1910573728_n
16441362_1433443883346259_599577434_n (1)
16491545_1433443866679594_1701283109_o (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები